|
2020-10-01 14:55:19, 1174 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით. კერძოდ, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატი 2012 წლიდან იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2014 წლიდან არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, 2018 წლიდან ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს, ხოლო 2019 წლიდან ვენეციის კომისიის წევრი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე სხვადასხვა დროს ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი), სოხუმის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში. ამასთან, კომიტეტი პოზიტიურად აფასებს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს აქვს ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსა და გაერო-ს კომიტეტების წინაშე საქმისწარმოების ფარგლებში. კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე არა მხოლოდ აკმაყოფილებს ჰააგის სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტი) კანდიდატებისთვის წარდგენილ მოთხოვნებს, არამედ მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება. კომიტეტი, აგრეთვე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატს აქვს საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციის შიგნით კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული გამოცდილებისა და გასაუბრების დროს ნაჩვენები კომპეტენციის საფუძელზე, კომიტეტმა დაასკვნა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია. ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის დასკვნა :
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)