|
2020-09-30 14:02:02, 516 ნახვა
ეკონომიკა
UNECE - საქართველო, წამყვანი სავაჭრო რეფორმატორი რეგიონში, წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის უარყოფით გავლენას გამარტივებული სავაჭრო პროცედურებით
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის მაისი-ივლისში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე." კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად". ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე: ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით. მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროს ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი და გადასახადის გადავადება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული საწარმოებისათვის; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეგიონული ორგანიზაციაა. მასში შედის 56 წევრი - სახელმწიფო. UNECE-ის მრავალმხრივი პლატფორმა ხელს უწყობს მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას და თანამშრომლობას მის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიალოგის, საუკეთესო პრაქტიკის, აგრეთვე ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლით და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტექნიკური დახმარებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)