|
2020-09-29 10:12:14, 668 ნახვა
ეკონომიკა
რა ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს იღებს საქართველო ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობით
ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი უნიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს და ახალი გზის აშენებას გეგმავს. პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი. უფრო კონკრეტულად, რა სახის ეკონომიკურ, თუ სოციალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებით დაადგინეს. ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ პროექტით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დაინტერესდებოდნენ, თუ მას ეკონომიკური სარგებელი არ ექნებოდა. ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზა მოაგვარებს სხვა პრობლემებსაც, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე და ა.შ. „კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო არსებული გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო . ზუსტად ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ“, - განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)