|
2020-09-26 20:08:39, 766 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილეები სახალხო დამცველს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა რადგან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და მყისიერი რეაგირება საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე. "შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება, რათა ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს მაქსიმალურად ოპერატიული, სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავუდასტურეთ თანამშრომლობის სურვილი და შემდგომში ძალიან პროაქტიურად ვგეგმავთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენი მხრივ, დამატებითი კითხვები იქნა დასმული მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე ველოდებით მათი მხრიდან ინფორმაციის დაზუსტებას"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა "ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევებზე, ინციდენტებზე გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. როგორც უკვე განვაცხადე, რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს სავარაუდოდ პირადი ცხოვრების მასალის გამოყენებით აშანტაჟებდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არის მზად, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდება აღნიშნული შემთხვევა, კონფიდენციალურობის დაცვით, დაიწყოს გამოძიება მსგავსი შემთხვევების. შესაბამისად, ჩვენ სავარაუდო მსხვერპლებს უკვე გადავცემთ, რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციის შედეგებს, რომ შსს არის მზად ცენტრალურ დონეზე მსგავსი შემთხვევების მიმართვის თაობაზე დაიწყოს გამოძიება. ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, რაც გახდა ცნობილი სახალხო დამცველისთვის იმ ფარგლებში, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველს ჰქონდა მანდატი, რომ ესაუბრა და შევთანხმდით სამომავლოდ როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის დარღვევებზე თუ შეტყობინებებზე გვქონდეს ერთობლივი რეაგირება" -განაცხადა სახალხო დამცველმა.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)