|
2020-09-26 10:48:47, 546 ნახვა
სამართალი
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დეპარტამენტის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული აქტივობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ტრეფიკინგი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნის ფაქტზე და აღნიშნული დანაყოფის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ხაზი გაუსვეს მისი გაძლიერების მნიშვნელობას. ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ. დეპარტამენტი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)