|
2020-09-24 17:43:29, 695 ნახვა
სამართალი
ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში, ჯ.ჭ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას - ო.ჭ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ო.ჭ. სიკვდილს გადაურჩა. ჯ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ჯ.ჭ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)