|
2020-09-22 23:42:30, 767 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჩინეთმა დააინფიცირა მსოფლიო, გაერომ პასუხი უნდა აგებინოს
„ჩინეთმა დააინფიცირა მსოფლიო, გაერომ პასუხი უნდა აგებინოს“ , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მიერ იმართება და ისიც დამნაშავეა. „ვირუსის ადრეულ დღეებში ჩინეთმა ჩაკეტა შიდა ფრენები, მაგრამ თვითმფრინავებს ნებას აძლევდა, რომ ჩინეთი დაეტოვებინათ და მსოფლიო დაეინფიცირებინა. ჩინეთმა დაგმო ჩემ მიერ მოგზაურობის აკრძალვა მათ ქვეყანასთან, მაშინ, როცა მათ შიდა ფრენები აკრძალული ჰქონდათ და მოქალაქეები სახლებში ჰყავდათ ჩაკეტილები. ჩინეთის მთავრობამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც ფაქტიურად ჩინეთის მიერ არის კონტროლირებული, მოტყუებით განაცხადეს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება არ იყო. მოგვიანებით, მათ მოტყუებით თქვეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, არ გაავრცელებენ დაავადებას... გაერომ ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგებინოს“ , – განაცხადა ტრამპმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)