|
2020-09-12 10:13:56, 2274 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა. შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც „ბრექსიტის" შემდეგ ამოქმედდება. „გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. დღეს კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ლიდერი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით და 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტი სწორედ ბრიტანეთზე მოდის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. „ბრიტანული კომპანიების სახელით გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ჩვენი ახალი პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოვიზიდოთ მეტი ბრიტანელი ინვესტორი საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)