|
2020-09-07 14:12:54, 3459 ნახვა
ეკონომიკა
თქვენს გზავნილზე მოგებაა | „ლიბერთი“ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს
„ლიბერთი“ ბანკი 7 სექტემბრიდან საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს - "თქვენს გზავნილზე მოგებაა" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს. 200 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებიც „ლიბერთის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიიღებენ და/ან გააგზავნიან საერთაშორისო ფულად გზავნილს, ბრენდირებული „ჭკვიანი” მაჯის საათით დასაჩუქრდებიან. აქციაში მონაწილეობა და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში „ლიბერთის“ სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს, ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიღებული და გაგზავნილი გზავნილების თანხების ჯამური მოცულობის მიხედვით:
“საერთაშორისო ფულადი გზავნილები „ლიბერთის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. „ლიბერთიში“ ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში, გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი, შესაძლებელია ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშე. რაც მთავარია, მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს აქციაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“, - განაცხადა საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)