|
2020-08-31 13:29:30, 2705 ნახვა
ეკონომიკა
იოსებ არჩვაძე: „S&P“- ის ანგარიში საკმაოდ პოზიტიურ გზავნილია ქართული ბიზნესის და ოტენციური ინვესტორებისათვის
„S&P (Standard & Poor’s) ერთერთია იმ მსხვილი სარეიტინგო კომპანიებიდან, რომელთა შეფასებას, რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კორპორაციებიც და სახელმწიფოებიც. სარეიტინგო კომპანიას მხედველობის მიღმა არ დარჩენია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები: საგარეო ვალდებულებები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის პერსპექტივა, დოლარიზაციის მაღალი დონე, გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა იქვე პოზიტიურადაა შეფასებული მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და ეკონომიკის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ბოლო წლებში განხორციელებული სისტემური რეფორმები (საპენსიო, დეპოზიტების დაზღვევის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ა.შ.)“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ გვერდზე „S&P - ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვების შესახებ. სოსო არჩვაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ, ფაქტობრივად გაიმეორა სულ რამდენიმე დღის წინ მეორე სარეიტინგო კომპანიის Fitch-მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და კორონავირუსის პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, „BB“ დონეზე (რაც უკვე მეორე წელია, ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელია - წინა წლების „BB-“-ს ნაცვლად), პერსპექტივა უცვლელი, სტაბილურ დონეზე დატოვა. „ხსენებული შეფასებით, „S&P“ საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს უსვამს ხაზს და მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევს. ამასთან, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის ნომენკლატურისა და გეოგრაფიის დივერსიფიცირების, ინვესტიციების მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არა თუ პროგნოზის სტაბილურობიდან პოზიტიურში გადაყვანა, არამედ თავად რეიტინგის გაუმჯობესებაც, რაც საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციებისათვის”, - აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში. მისი თქმით, მთლიანობაში, S&P-ის მიერ შეფასება არა მარტო ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო-საბანკო სექტორის მდგომარეობას, არამედ იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას და ეს გარემოება იმ დროს, როდესაც გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა, წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისათვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და მოქმედი თუ პოტენციური ინვესტორებისათვის.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)