|
2020-08-31 13:11:13, 2926 ნახვა
ეკონომიკა
ბექა ლილუაშვილი - Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა
სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard &Poor's -ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა. „აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და პორტუგალია. ამ ფონზე, საქართველოსთვის რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება ნათლად მიუთითებს, რომ სარეიტინგო კომპანია მნიშვნელოვნად ენდობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. გარდა ამისა, Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით უკვე მეორე წელია საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა. ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)