|
2020-08-28 14:36:55, 7658 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის რეჟიმის კრიტიკოსი უფლებამდაცველი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა - ვიდეო
თურქი უფლებადამცველი და ადვოკატი, ებრუ თიმთიქი, შიმშილობის 238-ე დღეს საავადმყოფოში დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანის რეჟიმის მიერ დაკავებული უფლებადამცველი სამართლიან სასამართლოს ითხოვდა. სტამბულის ცენტრში ადვოკატთა ასოციაციის წინ, იურისტები და მოქალაქეები იკრიბებიან და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. აქციაზე ისინი სკანდირებენ "ებრუ თიმთიქი უკვდავია". პროგრესული ადვოკატების ასოციაციის (ÇHD) სასამართლო პროცესის დროს, 2019 წლის მარტში, თიმთიქს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ტერორიზმთან დაკავშირებული" დანაშაულისთვის. ეს ბრალდება მოწმის განცხადების საფუძველზე გამოუტანეს, თუმცა, მოწმემ მოგვიანებით თქვა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)