|
2020-08-27 10:41:40, 4125 ნახვა
ეკონომიკა
რესტორანი „ზაზანოვა“ „თიბისის“ მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება
რესტორანი „ზაზანოვა" სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა" თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა" საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს. როგორც „ზაზანოვას" დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ. „რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ, მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს. ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი," - ამბობს „ზაზანოვას" დირექტორი. „ზაზანოვა" უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია, 20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ" ჯაზ-ფესტივალი დააარსა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)