16:05 - 04 Oct, 2026
|
2020-08-27 10:36:06, 5187 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს
გუშინ ღამით ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები სპეცრაზმა ცრემსადენი გაზით დაშალა. ადგილზე 10-ზე მეტი სპეცმანქანა იმყოფებოდა, რითაც დაკავებულები გადაყავდათ. აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ლუკაშენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აქციები უცხოეთიდან ფინანსდება. ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)