|
2020-08-23 12:01:03, 2361 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო იმ ქარხნების დახურვას აპირებს, სადაც მუშები გაიფიცნენ
ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშები აპროტესტებენ. „თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ... ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ“,- განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ პრესტიჟული ქარხნების მუშები გაიფიცნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. 17 აგვისტოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაში ლუკაშენკოს ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას მას არაერთხელ გადადგომისკენ მოუწოდეს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)