|
2020-08-21 10:51:28, 2058 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის პრესსპიკერი - ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ ალექსეის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ შეიძლება
ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. „მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)