10:58 - 10 May, 2026
|
2020-08-20 13:16:06, 1264 ნახვა
მსოფლიო
ომსკის ექიმები ვერ ამბობენ რა სჭირს ალექსეი ნავალნის
რუსეთის ქალაქ ომსკის ექიმები, სადაც მოათავსეს რუსი ოპოზიციონერი ალექსანდრ ნავალნი, ვერ ამბობენ რა სჭირს პაციენტს. ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ომსკის #1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, რომ დარწმუნებული არაა ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტში. მისივე ინფორმაციით, პაციენტი გათიშულია და კომაში იმყოფება. პოლიტიკოსის პრეს-სამსახურის უფროსის კირა იარაშის განცხადებით, ოპოზიციონერი ტომსკში აეროპორტში მოწამლეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)