|
2020-08-18 15:28:20, 1099 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკომ შსს-ს თანამშრომლები „უნაკლო მსახურებისთვის“ დააჯილდოვა
ბელარუსის პრეზიდენტმა შსს-ს 300-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა. „უნაკლო მსახურებისთვის“ პრეზიდენტმა სამმართალდამცავებს I, II და III ხარისხის მედლები გადასცა. ექსპერტები თქმით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების წახალისებით, ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყანაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს. საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსის ლიდერს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიას შემუშავებული აქვს გარკვეული სახით სანქციები, რომლებიც ბელარუსის პირველ პირებს შეეხება. „ევროკავშირის ფარგლებში გერმანია გარკვეულწილად უკვე შეთანხმდა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე. რას მოიცავს სანქციები, ამას სიტუაცია გვიჩვენებს, ამ დროისთვის კი ის ბელარუსის ოფიციალურ პირებს შეეხება, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში არიან ბრალდებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)