|
2020-08-17 18:42:58, 1110 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში რუსული სამხედრო დანაყოფები გამოჩდნენ
ბელარუსში რუსული სამხედროები გამოჩდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, სადაც რუსული სამხედრო დანაყოფების მინსკის მიმართულებით გადაადგილება ჩანს. ამ დროისთვის უცნობია რა მიზნით შევიდა ქვეყანაში რუსული დანაყოფები. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ კი იუწყება, რომ ბელარუსის არმია ლიტვისა და პოლონეთის სასაზღვრო ზოლში სამხედრო სწავლებას აწარმოებს. ქვეყანაში შემოსული რუსული არმიის ფონზე ლუკაშენკო გაფიცულ მუშებს შეხვდა და განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, თუმცა ძალაუფლების გადანაწილებისათვის მზადაა. დღეს ასევე საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივი ტელევიზიის თანაშრომლებმა და ხელისუფლება იძულებით ფეიქ ნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ ფაქტებს ევროპარლამენტისა და აშშ-ს შემდეგ დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ყველა პასუხისმგებელ პირს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)