|
2020-08-17 18:29:11, 1021 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ბელარუსზე - მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას
„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას“ , - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარები არ ცნობენ არჩევნების შედეგბსა და ლუკაშენკოს პრეზიდენტობას. „9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და ამ დანაშაულელების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. ამ კუთხით გვსურს, ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი პასუხისმგებლობა შევახსენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული და ასევე იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის განმავლობაში დააპატიმრეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)