03:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 15:21:46, 1130 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სათამაშოების მწარმოებელი საწარმო გაფართოებას შეძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა" გაფართოვდება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში,  კომპანია ახალ საწარმო ფართში გადასვლას,წარმოების გადაიარაღებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს.

„კოდალა" 200-მდე ეკოლოგიურად სუფთა ხის ასაწყობ სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვს წარმოსახვისა და მეხსიერების განვითარებაში უწყობს ხელს. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების რეალიზაცია ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, სააგენტოს მხარდაჭერით პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ხორციელდება. ქართველ მომხმარებელს სათამაშოების შეძენა შემდეგ ჰიპერმარკეტულ ქსელებში შეუძლია: სუპერი, გუდვილი, აგროჰაბი და ნიკორა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ჯამურად  20 ადამიანია დასაქმებული, აქედან 14 შშმ პირი, ხოლო გაფართოების შედეგად დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული საწარმო თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics