|
2020-08-17 13:06:11, 1047 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიისას განხორციელებული ინვესტიცია დასტურია, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების სჯერათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში აშშ - ს ელჩთან კერი დეგნანთან ერთად თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის" სარესტორნო ქსელის რიგით მე-18- ე რესტორნის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა მიულოცა კომპანია „მაკდონალდს საქართველოს" მენეჯმენტსა და პერსონალს ახალი რესტორნის გახსნა და აღნიშნა, რომ კომპანია მრავალი წელია, ქართულ და ამერიკულ საქმეს ერთად აკეთებს. მისი თქმით, „მაკდონალდს საქართველო" აშშ - ის ცნობილ ბრენდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ნათია თურნავას განცხადებით, „მაკდონალდსი" ერთ-ერთი პირველი გადაეწყო პანდემიის პირობებში ახალ უსაფრთხოების სტანდარტებზე. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიის საინვესტიციო გეგმები პანდემიის დროს არ იცვლება და ინვესტიცია ხორციელდება. ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური პოლიტიკის სჯერათ," - განაცხადა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო" 2020 წელს თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)