14:37 - 04 Oct, 2026
|
2020-08-15 16:31:03, 1657 ნახვა
მსოფლიო
ხაბაროვსკში პუტინის მმართველობას მეექვსე კვირაა ისევ აპროტესტებენ
უკვე მე-6 კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ. აქციაზე ბელარუსისადმი მხარდასაჭერი შეძახილებიც ისმოდა - „დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს“. ადგილობრივი მაღალჩინოსნების შეფასებით, პროტესტში დაახლოებით 2000 ადამიანი შეუერთდა. დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)