|
2020-08-15 15:44:18, 1245 ნახვა
მსოფლიო
მატეუშ მორავეცკი - ბელარუსის რეპრესირებულ მოსახლეობას პოლონეთის იმედი შეუძლია ჰქონდეს, როგორც ფინანსური, ასევე საცხოვრებელი თვალსაზრისითაც
„ბელარუსის რეპრესირებულ მოსახლეობას პოლონეთის იმედი შეუძლია ჰქონდეს, როგორც ფინანსური, ასევე საცხოვრებელი თვალსაზრისითაც“,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც გათვლილია ბელარუსის მოსახლეობისათვის. „პოლონეთის სოლიდარობის გეგმა ბელარუსისთვის ასეთია: უსაფრთხოება, გახსნილობა და სოლიდარობა, რადგან ჩვენი მეზობლების უსაფრთხოების გარეშე უსაფრთხო ვერ იქნება ვერც პოლონეთი და ვერც ევროპა. გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ბელარუსს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი. ჩვენი გეგმა ხუთპუნქტიანია, უპირველესად კი ითვალისწინებს რეპრესიების მსხვერპლთა მხარდაჭერას, დახმარება ადამიანების, რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვეს, ცემეს და ზიანი მიაყენეს. პოლონეთი წლების განმავლობაში იყო ქვეყანა, სადაც ბევრმა უკრაინელმა საომარი ზონიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან იპოვა თავისი ახალი სახლი. ახლაც პოლონეთს შეუძლია გახდეს სახლი ბელარუსის რეპრესირებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)