14:37 - 04 Oct, 2026
|
2020-08-15 15:32:20, 1277 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა ბელარუსის არჩევნების შედეგები არ აღიარა
ევროკავშირის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს და არჩევნების შედეგები არ აღიარეს. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ქვეყნების გაერთიანება მხარს უჭერს მოსახლეობის პროტესტს. „მინისტრებმა გააგზავნეს ძლიერი სიგნალი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ბელარუსის მოსახლეობის სურვილს დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ევროკავშირს მიაჩნია, რომ შედეგები იყო გაყალბებული და ამიტომ არ ცნობს ბელარუსის საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სანქციების აუცილებლობაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიაზე და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)