|
2020-08-14 21:06:52, 1075 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში მასწავლებლები და ქვეყნის მსხვილი კომპანიები გაიფიცნენ
მინსკში მე-5 დღეა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, ქვეყნის წამყვანი საწარმოების მუშების შემდეგ გაიფიცნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ მასწავლებლები, ექიმები და სახელმწიფოს მფლობელობაშ არსებული მსხვილი კომპანიები. მათი მთავარი მოთხოვნა ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 10 ათასაზე მეტი ადამიანი აქციის მე-5 დღეს მთავრობის სახლთან შეიკრიბა, თუმცა დღეს დაპირსიპირება არ მომხდარა, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმიც, მათ ხელკეტები და ფარები ძირს დაუშვეს. 5 დღიანი მასშტაბური პროტესტებისა და ევროპის მკაცრი გზავნილების შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია, შსს მინისტრამ საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოიხადა და პატიმრები გაათავისუფლა. ამ დროისთვის 6700 კაციდან საპატიმრო 2 ათასმა დატოვა. ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ საკნებში სასტიკად უსწორდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)