|
2020-08-14 13:14:27, 1147 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდ ლუკაშენკო - ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება, - ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცეებს. „დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ. მანვე აღნიშნა, რომ ახლა, ბელარუსში ცდილობენ, რომ მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციები ააგორონ. „თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას, კონკურენტები ჩაანაცვლებენ. „თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)