|
2020-08-14 11:07:27, 1390 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და მარიამ კვარაცხელია. ლანა ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. “მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - http://www.chevening.org/georgia/
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)