|
2020-08-13 20:33:09, 1246 ნახვა
მსოფლიო
საქართველოში მცხოვრებმა ბელორუსის მოქალაქეებმა კიდევ ერთი აქცია პირველ გიმნაზიასთან გამართეს
აქციის მონაწილეები ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. ისინი თავიანთ თანამემამულეებს მხარდაჭერას უცხადებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც გამართეს აქცია და სალომე ზურაბიშვილის მიმართეს, რომ არჩევნების შედეგებისთვის მხარი არ დაეჭირა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%-ის მოპოვება შეძლო. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ, პროტესტს ლუკაშენკობ ძალადობით უპასუხა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)