14:37 - 04 Oct, 2026
|
2020-08-13 16:06:03, 1140 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ვითარების დასტაბილურებამდე ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსნებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქვეყანაში გაიფიცნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ჯარისკაცები ადგილობრივების პროტესტს უერთდებიოან. სამსახური დატოვეს სამთავრობო ტელევიზიის თანამშრომლებმაც. აქციების პარალელურად სამართალდამცავები დემონსტრატების დაკავებას ახორციელებენ. ამ დრომდე 6 000-მდე პირი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, არასრულწლოვნები და უკრაინის მოქალაქეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)