|
2020-08-12 01:02:05, 1164 ნახვა
მსოფლიო
დემოკრატებმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელეს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. "ადამიანს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები მიღება უწევს პრეზიდენტობის დროს. თუმცა, მათგან პირველი ვიცეპრეზიდენტის არჩევაა. გადავწყვიტე, რომ კალამა ჰარისი საუკეთესო კანდიდატია, რომელიც დამეხმარება დონალდ ტრამპთან და მაიკ პენსთან ბრძოლაში და 2021 წლის იანვრიდან ქვეყნის მართვაში." - დაწერა ჯო ბაიდენმა. არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი იქნება აშშ-ის ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი აფროამერიკელი ქალი. კამალა დევი ჰარისიამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ის სენატორი კალიფორნიადან 2017 წლიდან. სენატორობამდე, იკავებდა კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობას 2011-2017 წლებში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)