|
2020-08-11 21:05:59, 1222 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლასსთან დაკავშირებით ლიეტუვა ოფიციალურ განცხადებას აკეთებს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტიხანოვსკაიას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მას შვილებთან ერთად ლიეტუვაში 1 წლის განმავლობაში შეეძლება ყოფნა. დიპლომატის თქმით, ტიხანოვსკაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს. „მთელი ღამის განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა იყო და ამიტომაც ვხვდები, რომ მას ფართო არჩევანი არც ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მას ლიეტუვას ვიზა ჰქონდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას ამისთვის ხელი არ შეუშლია. ახლა ის ლიეტუვაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს“ , - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსიმ. სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბი პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი ლიდერი კი კვლავ ლიეტუვაში რჩება. ბელარუსში ახლა სიმშვიდეა, თუმცა ორი დღეა საპროტესტო აქციები მძიმე შეტაკებებით მთავრდება, ამას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი და 3000-მდე მოქალაქე საპატიმროში იმყოფება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ, პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სამართალდარღვევებისთვის საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)