11:48 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 14:10:55, 886 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და სააფთიაქო ქსელის „შპს ფარმანეტი“-ს პარტნიორობით კომპანიამ  თემქაზე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა. პანდემიის პირობებში კომპანიას არ შეუჩერებია აქტიური ფუნქციონირება და მომავალში ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა შპს ფარმანეტის სააფთიაქო ქსელის გაფართოებისთვის. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფარმაცევტული სფეროს წახალისება. კომპანია თბილისის მაშტაბით 4 ფილიალს ფლობდა გლდანი-საბურთალოს ტერიტორიაზე და სასიამოვნოა, რომ მეხუთე აფთიაქი თემქაზე ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პარტნიორობის ფარგლებში შპს ფარმანეტი სამომავლოდ  გაფართოებას გეგმავს.  ბანკის მზადაა კომპანიას, როგორც მის სანდო პარტნიორს, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა“- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, შპს ფარმანეტმა ფარმაცევტული საქმიანობა  2011 წელს დაიწყო. კომპანიის მიზანია სოციალური  პასუხისმგებლობის     ფარგლებში    დახმარება    გაუწიოს  მომხმარებელს ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შეთავაზებით. ასევე, მაღალკვალიფიციური კადრების  მეშვეობით.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics