03:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 11:30:12, 957 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა და ახლა ლიეტუვაში იმყორება, - ამის შესახებ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლინას ლინკიავიჩიუსმა დაწერა.

მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი და გაემგზავრა ლიეტუვაში, უწყების ხელმძღვანელი არ საუბრობს.

ლიეტუველი მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ტიხანოვსკაიას შტაბში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, გუშინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შეიტანა სარჩელი და გააპროტესტა 9 აგვისტოს არჩევნები. ის ბელარუსიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში 3-საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

ბელარუსის ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით ტიხანოვსკაიამ მოქალაქეთა 10-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. ალტერნატიული ეგზიტპოლების და ზოგიერთი საარჩევნო უბნების მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაია 70 პროცენტით უგებს ლუკაშენკოს.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics