|
2020-08-10 18:53:32, 1227 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - არჩევნებმა „დღესასწაულივით“ ჩაიარა , ზოგს კი ამის ჩაშლა უნდოდა
„არჩევნებმა „დღესასწაულივით“ ჩაიარა , ზოგს კი ამის ჩაშლა უნდოდა“ , - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მის ხელისუფლებას ხალხისთვის დღესასწაულის ჩუქება უნდოდა. „თქვენ ხომ ნახეთ რომ ჩვენ გვსურდა ხალხისთვის დღესასწაულის ჩუქება”, - განაცხადა ლუკაშენკომ დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარესთან, სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)