|
2020-08-10 02:17:17, 2270 ნახვა
მსოფლიო
მინსკიში მომიტინგეები დაშავდნენ - ხელისუფლება ძალას იყენებს - ვიდეო
გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები. რამდენიმე ადგილას დაპირსიპირება პოლიციასთან შეტაკაბაშიც გადაიზარდა. უსაფრთხოების ძალები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებს. ადგილობრივი მედია და უფლებადამცველები მომიტინგეების მასობრივი დაკავებების შესახებ იტყობინებიან. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკის ცენტრში ბარიკადების აგებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია შინაგანი ჯარის დანაყოფები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ბელაურული ტელევიზიების ვებგვერდები, ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა. ეგზიტპოლი ტელერადიოკომპანია „მირის“ დაკვეთით სოციოლოგიური კვლევების ახალგაზრდულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)