13:58 - 04 Oct, 2026
|
2020-08-09 16:10:46, 1402 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა დადგენილებას ხელი მოაწერა - თეთრი სახლი კონგრესისგან დამოუკიდებლად დაეხმარება კორონავირუსის შედეგად დაზარალებულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება. განკარგულებების თანახმად, გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც. შტატები კვლავ პანდემიის ცენტრად რჩება. ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)