|
2020-08-07 09:53:01, 2124 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართვა
"მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება, რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" სოციალური მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა. „არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება ეძახდა ბიზნესს და ვითომდა კეთილშობილური მიზნებით მაგალითად, სთხოვდა: ჩაიბარე რთველი, სადღაც ააშენე სასტუმრო, თუნდაც ეს არაპროფილური ბიზნესი ყოფილიყო კომპანიისთვის. თავად ვიყავი ბიზნესში და იყო შემთხვევა, მითხრეს, რომ ფეხბურთის გუნდი უნდა გვეყიდა. შემდეგ მიხსნიდნენ, რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა გამხდარიყო ფეხბურთის გუნდი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს, კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათთვის რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ სწორედ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული ღირებულებები წარმოაჩინონ. „ზოგადად, საუბარია იმაზე, რომ კომპანიებს აქვთ ღირებულებები და ისინი იქცევიან როგორც მოქალაქეები - ანუ აქვთ პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, სოლიდარობა და ა.შ. რაც ძალიან კარგი ტენდენციაა და მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ ადამიანური სახე შეიძინონ. ამ ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენ არათუ მივესალმებთ პირიქით, ძალიან დადებითად ვუყურებთ თუ კომპანიები მით უფრო კრიზისის პირობებში, ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში. თუმცა, ჩვენ რომელიმე კომპანიას მოვთხოვოთ ამის გაკეთება - დაუშვებელია. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბევრმა კომპანიამ საქართველოში ამ კრიზისის პირობებში ბევრი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. „თუნდაც ის, რომ შესაძლოა, კომპანიას გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ თანამშრომლები შეინარჩუნა, თავისთავად ძალიან დიდი ნაბიჯია. ამიტომ ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი და მთავარია, თუკი კომპანიები გაუფრთხილდებიან სამუშაო ადგილებს. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფოს ფუნქციაა. ბიზნესის ფუნქციაა, პირველ რიგში, გაუფრთხილდნენ თანამშრომლებს, რადგან ეს არის მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)