|
2020-07-31 11:00:39, 3356 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ნენსკრა ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის სტრატეგიული პროექტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა. კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. „საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი" ახორციელებს", - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის" უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. „კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და მზადყოფნა, რომ მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია", - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის" წარმომადგენლები.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)