|
2020-07-30 12:33:40, 3495 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობისა და გაზის სააგენტო „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას იწვევს შეხვედრაზე, რათა საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების გასაჯაროების ვადა დადგინდეს
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით განცხადება ავრცელებს. სააგენტო მიესალმება კომპანიის მხრიდან გამოთქმულ ინიციატივას, რომ გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. სააგენტო ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განიხილონ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები, ასევე ვადები. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანია „ფრონტერას" ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. სააგენტო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჩვენი არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე მის ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, მათ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მათ სარგებლობაში დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და მუშა-მოსამსახურეებისთვის არსებული დავალიანების დაფარვის ვადები. ამასთან ერთად, შემდგომში ორაზროვნების და მცდარი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 23 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია „ფრონტერას" შესაძლებლობა აქვს, მოქმედი ხელშეკრულების ვადებში და არსებული ლიცენზიის პირობებით, შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა ათვისების ფართობზე, რომელიც მოიცავს მირზაანის (17,2კმ2) ტარიბანის (17,66კმ2) პატარა შირაქის (1,96კმ2) ბაიდას (3,71კმ2), ნაზარლების (0,49კმ2) და მწარე ხევის (1,59კმ2) საბადოებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)