|
2020-07-24 16:46:36, 3711 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში ატმის განსაკუთრებულად კარგი მოსავალია. ფასები არის მაღალი, 2 ლარი და მეტი, რაც ფერმერისთვის კარგი შემოსავალია იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის ჰექტარზე. „წელს, დაახლოებით 30 000-35 000 ტონა ატმის მოსავალს ველოდებით, საიდანაც ნაწილი საექსპორტოა. დღეისათვის, საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. შარშან ამ დროისთვის ექსპორტის მაჩვენებელი 7 500 ტონა იყო, ასე რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მიუხედავად პანდემიისა. შემოსავალი გაზრდილია თანხაშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ბოლო წლებია ინტენსიურად ვმუშაობდით, რომ ქვეყანაში შუალედური რგოლი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პროდუქტის ფერმიდან მომხმარებლამდე მისაწოდებლად, გაჩენილიყო. უკვე რამდენიმე წელია თანადაფინანსებით ვახორციელებთ მეურნეობების მხარდაჭერას. დღეს 22 სამაცივრო მეურნეობა გვაქვს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს. მათი დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ძირითადად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი (64%), სომხეთი (31%) და აზერბაიჯანი (4%). აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სინგაპურში, უკრაინაში, მოლდოვასა და სლოვენიაში. სამაცივრო მეურნეობებში 1 კგ ატმის ჩაბარების ფასი 1.0-1.5 ლარის, ხოლო ვაშლატამას ჩაბარების ფასი 1.5-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)