|
2020-07-21 16:01:57, 2665 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურამ განუცხადა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, დ.თ. -მ განახორციელა არასრულწლოვანის გაუპატიურება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარდეგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)