04:16 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 14:06:00, 4405 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას

„აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად რეგულარულ ფრენებს „ლუფთჰანზა“ და „ეარ ფრანსი“ განახორციელებენ.

„დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და „ეარ ფრანსი“  აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თავად განსაზღვრავს, კვირაში ორ ფრენას განახორციელებს. ანუ მათ ექნებათ უფლება პარიზის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი  ფრენა განახორციელონ. მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარბალტიკთან“, თბილისი-რიგას მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს.

ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით 16 ფრენა ექნება, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისში. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით და საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics