|
2020-07-17 15:54:07, 3950 ნახვა
სამართალი
იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი: ისე არ გავაკეთოთ, რომ ბავშვი მიიყვანოთ თვითმკვლელობამდე - მას ეძახიან სუსის აგენტს
შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბრეგვაძე აპირებს შემთხვევის ადგილზე ჩასვლას და ყველა მოქმედების გამეორებას და ვიდეოს გადაღებას, რადგან ყველა სპეკულაცია მოიხსნას. ჭკადუამ განაცხადა, რომ „ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მიიყვანოთ თვითმკვლელობამდე იმიტომ, რომ მას ეძახიან სუსის აგენტს“. „ამოღებულია აღნიშნული კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა, შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზები ჩაუტარონ. საუბარი ამ ზღაპრებზე როდესაც საფრთხე გემუქრება ადამიანს და იმალები, იმიტომ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას იმ დროს რა დროც იყო, გადავიღებთ ყველაფერს სად იმალებოდა როგორ იმალებოდა, ყველაფერს გაიმეორებს იმისთვის რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გავაკეთოთ რომ ეს ბავშვი მიიყვანოთ თვითმკვლელობამდე იმიტომ, რომ მას ეძახიან სუსის აგენტს“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)