|
2020-07-17 10:49:47, 3773 ნახვა
სამართალი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო „ნაცმოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ოთარ სირაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. სირაძე დღეს ამბროლაურის პოლიციაში, ბრალის წარსადგენადაა დაბარებული. შეგახსენებთ, რომ ოთარ სირაძესა და მის ძმას გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)