|
2020-07-15 15:39:14, 3720 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში თუშეთს ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია. მან მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. „დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და შეფერხებებია საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ამაში შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული პარკის ფიჭვნარში გამართულ თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით მიმდინარე კამპანიაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების გარდა, აქტიურად არიან ჩართულები ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)