|
2020-07-14 10:43:33, 2993 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს
„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა: • ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში; • ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით; •იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; „საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის ხელშეწყობის მიზნით თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება მათ საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს:
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)