|
2020-07-13 02:23:48, 1771 ნახვა
სამართალი
ნიკოლაძე გვარამიას - ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორს ნიკა გვარამიას მიერ მომზადებულ განცხადებას უძღვნის. - ნიკა გვარამიამ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ეთერში წარმოადგინეს მირიან ნიკოლაძის ხელწერილი. ხელწერილის თანახმად, მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან. "რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლლივი დეტალია. როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს. ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს. კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია. საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)