|
2020-07-10 15:18:45, 3277 ნახვა
სამართალი
გიორგი გელხაური ექსპერტიზის დასკვნაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანებები
შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი პირის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანებები. „ეს რომ დადგინდა რომ ნამდვილად აქვს დაზიანებები მიყენებული გასაგებია, თუმცა გამოძიბეამ უნდა დაადგინოს ვის მიერ იქნა მიყენებული. აქედან გამომდინარე მე ვერაფერს გეტყვით. გამოძიებას უნდა ვკითხოთ ვინ მიაყენა ის დაზიანებები და რითი იქნა დაზიანებები მიყენებული. შემთხვევის ადგილას კამრის მერე სხვა მანქანებიც იმყოფებოდნენ“, - განაცხადა გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობლი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე, ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები. უფრო კონკრეტულად ესაა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)