15:19 - 04 Oct, 2026
|
2020-07-09 18:11:46, 3265 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი
ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. „ექსპერტიზის პირველადი დასკვნები, როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, წესით, უკვე ხვალისთვის უნდა იყოს ცნობილი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო. საქმეზე 17 პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)